მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი რეკორდულად გაზარდა

რუსეთი

ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი რეკორდულად იზრდება. საერთო ჯამში, გასულ 2024 წელს ჩინეთმა რუსეთიდან 108.5 მილიონი ტონა ნავთობი შეისყიდა, რაც დღიური საშუალოდ გადანაწილებით 2.17 მილიონი ბარელის ტოლია.

უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ჩინეთმა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა დაიწყო. იმპორტის მოცულობის 55%-იანი ზრდის ფონზე, რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებლის პოზიცია დაიკავა.

რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე მისი ფასების შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალეს, მოთხოვნის შემცირების პირობებში, ჩინეთისათვის რუსული ნავთობის შესყიდვა შედარებით უფრო იაფია, ვიდრე Brent-ის ან WTI-ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები