მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი დაიკავა

5f8d8b6e7218e
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.20 16:50
3588
ჯამურად, იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი - $2.4 მილიარდი (14.9%-ით ნაკლები), იმპორტი კი $5.7 მილიარდი იყო (15.9%-ით ნაკლები). ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი - $355 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი ჩინეთში გავიდა. წლიურ ჭრილში ექსპორტის ზრდა 184%-ია. 

2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტი $370 მილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა კორონავირუსის კრიზისის გამო, რუსეთში ექსპორტი 17%-ით არის შემცირებული. რუსეთის გარდა, ექსპორტი შემცირებულია ისეთ ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა, აზერბაიჯანი და თურქეთი. ჯამურად, საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ბაზარზე ასეთი ტენდენციაა:

  1. ჩინეთი - 355.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 184.4%;
  2. აზერბაიჯანი -327.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -9.3%; 
  3. რუსეთი - 308 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -16.8%;
  4. ბულგარეთი - 229 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.1%; 
  5. უკრაინა - 145 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -22.3%; 
  6. თურქეთი - 142 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -7.9%; 
  7. სომხეთი - 139 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -49.3%; 
  8. შვეიცარია - 74 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.5%; 
  9. ესპანეთი - 66 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 56.5%; 
  10. აშშ - 59 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -39.7%;
  11. დანარჩენი ქვეყნები – სულ 296.2 კლება წინა წელთან -35.6%.
საქსტატის ანგარშიდან ირკვევა, რომ ჩინეთში ექსპორტის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სპილენძის მადნების და კონცეტრატების ექსპორტის გასამმაგება იყო. იანვარ-სექტემბერში, ჯამურად, ჩინეთში ექსპორტზე $298 მილიონის ღირებულების 203 ათასი ტონა სპილენძის მადნები გავიდა.

მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტია, რამაც $26 მილიონი დოლარი შადგინა, მესამეზე კი $9.5 მილიონი დოლარით ქართული ღვინის ექსპორტია. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები