მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა უკრაინას ენერგეტიკული დახმარება გამოუყო – რას მოიცავს პაკეტი?

ჩინეთი-უკრაინა

ჩინეთის მთავრობამ უკრაინისთვის ენერგეტიკული დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გახდა ცნობილი, დახმარების პაკეტი ძირითადად ენერგოსისტემის აღდგენაზეა ორიენტირებულია და ის მოიცავს ისეთი კრიტიკული მოწყობილობების მიწოდებას, როგორიცაა გენერატორები, აგრეგატები და ტრანსფორმატორები.

გარდა ამისა, მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, რასაც წინ უძღოდა დიპლომატების შეხვედრა. უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ ჩინეთის ჩართულობა ენერგეტიკულ მხარდაჭერაში ხელს შეუწყობს ქსელის დეცენტრალიზაციას და მდგრადობას. ამასთან, კიევში მოელიან, რომ ჩინეთის მხარდაჭერა არ იქნება ერთჯერადი და პეკინი მომავალშიც გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინამ ენერგეტიკული დახმარების პაკეტები სხვა მოკავშირეებისგანაც მიიღო, თუმცა ჩინეთის მხრიდან ჰუმანიტარული ტვირთის გამოყოფა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან სიგნალად აღიქმება, რადგან პეკინი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან ყოველთვის თავს იკავებდა.

ამასთან ერთად, მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა უმაღლეს დონეზე კონტაქტების გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები