"ოცნების" მთავრობასთან ერთად 10-15 ნოემბერს შანხაიში, იმპორტის გამოფენაზე ანსამბლი "რუსთავის" 26 წევრიც გაემგზავრება, მათი ვიზიტი კი ჯამში ბიუჯეტს 197 296 ლარი უნდა დაუჯდეს - ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია.
ჩინეთის ელჩმა ირაკლი კობახიძე ნოემბერში შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე დაპატიჟა
საქართველო 5-10 ნოემბერს შანხაიში გამართულ იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას
გამარტივებული შესყიდვა გამოცხადებულია „აწარმოე საქართველოს“ მიერ, რომელმაც საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლ „რუსთავთან“ ხელშეკრულება გააფორმეს 2025 წლის 5-10 ნოემბერს შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში 8th China International Import Expo (CIIE) მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
ხელშეკრულების სრული ღირებულება 197 296 ლარი მოიცავს, როგორც გასაწევი მომსახურების ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადებს, ხოლო ტურისტული სააგენტოსთვის ტრანსპორტირების (ორმხრივი ავიაბილეთები, შიდა ტრანფერი) და სასტუმროში განთავსების ღირებულებაა 110 359 ლარი.
ხელშეკრულების ფარგლებში ანსამბლი გამოფენაზე წარმოადგენს ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რაც დოკუმენტის მიხედვით ემსახურება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და საქართველოს იმიჯის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე.
როგორც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აღნიშნავს, ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და ხელს უწყობს ქართული კულტურის, ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობას.
"საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის მხარეებთან მოლაპარაკებებისა და თანმდევი პროცედურების გაჭიანურების გამო, ამ დრომდე ვერ განხორციელდა საჭირო მომსახურებების შესყიდვა, ხოლო ღონისძიების ჩატარების შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე, ელექტრონული ტენდერის ჩატარება პოტენციური რისკების/საფრთხეების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისთვის, რადგან ელექტრონული ტენდერი მოითხოვს ხანგრძლივ დროს და პროცედურებს. გარდა ამისა, საჭირო მომსახურება დროულად უნდა იქნეს შესყიდული, რათა, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, არ გაიზარდოს მისი ღირებულება", - წერს სააგენტო.




























