ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია BYD-ის თქმით, აშშ-ში დაფუძნებულ კომპანია Jabil Inc-ს მათი ჩინეთში განთავსებული ქარხნისა და ბიზნესის სანაცვლოდ $2.2 მლრდ-ს სთავაზობს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში BYD-ის საკუთარი მომხმარებლების ბაზასა და პროდუქტების პორტფოლიოს გაზრდის, ვინაიდან Jabil-ი სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ელ.პროდუქციას აწარმოებს.
დღესდღეობით BYD საკუთარი ელექტრომობილებითაა ცნობილი, თუმცა კომპანიამ ოპერირება 2003 წელს ელექტრონაწილების გაყიდვით დაიწყო. ელექტრონული პროდუქტების, სმარტფონებისა და ლეპტოპების გაყიდვები BYD-ისთვის ერთ-ერთ უმთავრეს შემოსავლის წყაროდ 2022 წელსაც დარჩა და საერთო მოგების 70%-ზე მეტი შეადგინა.
შეთანხმება Jabil-ისათვის შესაძლებლობას გააჩენს, მეტი ინვესტიცია ჩადონ ელექტრომობილების, განახლებადი ენერგიის, ჯანდაცვისა და სხვა კომპანიისათვის მნიშვნელოვან ინდუსტრიებში.
კომპანია Jabil-ის შემოსავალი 2022 წელს 33 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო BYD-ის შემოსავალი 62 მილიარდი დოლარია.