მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში მქონდა ვიზიტი, ძალიან დიდი დაინტერესებაა - კობახიძე შუა დერეფანზე

კობახიძე ჩინეთში

შუა დერეფანი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. ამ წუთებში მას და მის გუნდს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ.

„კითხვა იყო დასმული შუა დერეფნის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც აქცენტი გავაკეთე. ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება. მე პირადად მქონდა ვიზიტი ჩინეთში, დაინტერესება არის ძალიან დიდი, მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ ამ ფუნქციის ასათვისებლად ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები