2024 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა ქვანახშირის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა თითქმის 80%-ით შეამცირა - ამის შესახებ Reuters-ი Greenpace-ის კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.
საქმე ისაა, რომ ჩინეთი ქვანახშირის ელექტროსადგურების მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანაა - Greenpace-ში აცხადებენ, რომ შემცირებული ნებართვების რაოდენობა, შესაძლოა, განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.
Greenpace-ის აღმოსავლეთ აზიის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთის ელექტროქსელში ქარისა და მზის ენერგიის საერთო სიმძლავრე 11.8 ტერავატს (TW) აღწევს და, ისტორიაში პირველად, აღემატება ქვანახშირის ენერგიის სიმძლავრეს - 11.7 TW-ს.
ამასთან, 6 თვეში ჩინეთის მთავრობის დაკვეთით ქვეყანაში ქვანახშირის 14 ელექტროსადგური აშენდა, რომელთა საერთო სიმძლავრემაც 10.3 გიგავატს მიაღწია - აღნიშნული მაჩვენებელი 79.3%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
“ჩინეთის პროვინციებში ქვანახშირს სადგურებზე ნებართვების გაცემა იმიტომ მცირდება, რომ მთავრობამ უკვე გასცა ძალიან ბევრ პროექტზე ნებართვა თუ იმიტომ, რომ ქვანახშირის ენერგიისთვის დასასრული ახლოვდება და ენერგოტრანზიციის პერიოდში ქვანახშირი უფრო და უფრო არაპრაქტიკული ხდება? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს”, - ასე აფასებს კვლევის შედეგებს გარემოსდაცვითი ჯგუფის აღმოსავლეთ აზიის პროექტის ხელმძღვანელი, გაო უიე.
ოფიციალური ვერსიით კი, ჩინეთის მთავრობა ქვანახშირის ელექტროსადგურებს ქსელის სტაბილურობისთვის აშენებს, რათა გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდება დააკმაყოფილოს.