მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ შემავსებელი - კობახიძე

კობახიძე
30.07.24 00:39
1681

ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ორიოდე კვირის წინ და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიულად ჰქონდა ყოველთვის თავისი მისია, ეს იყო დამაკავშირებელი მისია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ორივე მხარეს არ გააღრმავებ თანამშრომლობას, ეს ფუნქცია ვერ აღდგება, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური დაკავშირების კუთხით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გავაღრმაოთ ურთიერთობები, იქნება ეს დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსიც. აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი, იმ ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები