მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინურ მონაცემთა ცენტრებს ელექტროენერგიის გადასახადები გაუნახევრდებათ

აშშ

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ მონაცემთა ცენტრების მფლობელ კომპანიებს ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასახადი 50%-ით შეუმცირდებათ, ხარჯების მეორე ნახევარს კი სახელმწიფო სრულად დაფარავს. ამ გადაწყვეტილებით ოფიციალურ პეკინს ტექ-გიგანტებისთვის დახმარების გაწევა სურს. რაც საბოლოოდ საოპერაციო ხარჯების შემცირებაში და დაზოგილი რესურსის უკეთ გამოყენებაში უნდა აისახოს. როგორც ჩინეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, ტექკომპანიებს ექნებათ საშუალება, მეტი დრო, ყურადღება და ფინანსები დაუთმონ ჩიპების ტექნოლოგიის განვითარებას და Nvidia-სთან არსებული კონკურენციის შემცირებას.

შეგახსენებთ, მონაცემთა ცენტრები და მათი გამოთვლითი შესაძლებლობები ტექ-გიგანტების წარმატებული საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ის კოლოსალური ხარჯები, რაც მათი სერვისის მიღებას ახლავს თან, კომპანიების სხვა მიმართულებით ფინანსების მობილიზებას ურთულებს და, შესაბამისად, ინოვაციების დანერგვას აფერხებს. ცნობისთვის, ჩინური DATA ცენტრების მფლობელ კომპანიებს შორის ყველაზე ცნობილი და ბაზრის უკონკურენტო ლიდერი ჯეკ მას Alibaba Cloud-ია, რომელიც 90-ზე მეტ გამოთვლით ცენტრს ფლობს. მის სერვისებს კი ისეთი ცნობილი ჩინური კომპანიები იყენებენ, როგორებიც TikTok-ის მფლობელი ByteDance-ი, Tencent-ი და თავად Alibaba არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები