მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური კამერები, რომლებსაც საქართველოს მთავრობაც ყიდულობს, ჩინეთის დაზვერვის კანონმდებლობას ემორჩილება - "სამოქალაქო იდეა"

უსაფრთხოების კამერა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" აქვეყნებს მიმოხილვას საქართველოს სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების კამერების შესყიდვებთან დაკავშირებით, რომლებშიც ჩინური კომპანიების პროდუქცია ჭარბობს. საკითხი ეხება ჩინური კომპანიებისთვის სახელმწიფოს მიერ დაზვერვის შესახებ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას, რაც მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება. აღნიშნულთან მიმართებით არსებობს ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა წარმოადგენდეს კიბერუსაფრთხოების რისკს, რასთან დაკავშირებითაც არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კორეისა თუ ავსტრალიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები სახელმწიფო სტრუქტურებში ჩინური მწარმოებლების კამერების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

"სამოქალაქო იდეას" კვლევა ჩინურ კამერების რისკებზე:

ჩინური სამეთვალყურეო კამერების მწარმოებლები, მათ შორის Hikvision და Dahua, ექვემდებარებიან ისეთ კანონებს, როგორიცაა ჩინეთის ეროვნული დაზვერვის კანონი. აღნიშული კომპანიებს ავალდებულებს, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობასთან ითანამშრომლონ. ეს კი, წარმოშობს საფრთხეს, რომ ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული კამერების საშუალებით დაგროვებული ინფორმაცია შეიძლება ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოების ხელში აღმოჩნდეს.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩინური სამეთვალყურეო სისტემები სადაზვერვო მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ ტექნოლოგიებში განზრახ ჩაშენებული ფარული წვდომის მექანიზმები ჩინეთის მთავრობას აძლევს საშუალებას, გააკონტროლოს ან წვდომა მოიპოვოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურებსა თუ დაწესებულებებზე.

სამთავრობო შენობებში, სამხედრო ბაზებსა თუ სატრანსპორტო ჰაბებში დამონტაჟების შემთხვევაში, ამ სისტემებმა შეიძლება ხელი შეუწყონ უცრო აქტორის მხრიდან ჩარევას ან საბოტაჟს.

ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოები ჩინურ სამეთვალყურეო ტექნოლოგიებს უყენებენ, არის ავტორიტარული პრაქტიკების ხელშეწყობა. ხშირად აღნიშნულ აღჭურვილობებში ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა სახის ამოცნობა და ბრბოს ანალიზი. ჩინეთში აღნიშნული ტექნოლოგიები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, დისიდენტებისა და ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის, სინძიანში მცხოვრები უიღურების მონიტორინგისთვის გამოიყენება. ამიტომ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩინური სამეთვალყურეო ტექნოლოგიები შესაძლოა ავტორიტარულმა რეჟიმებმა მსგავსი პრაქტიკების განსახორციელებლად და მასობრივი ზედამ ზედამხედველობისთვის გამოიყენონ. ეს კი, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას და ძირს გამოუთხრის დემოკრატიასა და სამოქალაქო თავისუფლებებს

აშშ-მ და რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო, Hikvision-ისა და Dahua-ს მიერ წარმოებული სათვალთვალო აღჭურვილობის კრიტიკულ სექტორებში გამოყენება შეზღუდეს. თუმცა, ბევრი განვითარებადი ქვეყანა მსგავსი ტექნოლოგიების კვლავ ჩინური მწარმოებლებისგან შეძენას ანიჭებს უპირატესობას, რადგან სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული პროდუქტების შეძენა ფინანსურად უფრო მომგებიანი და ხელმისაწვდომია. ამ თვალსაზრისით, არც საქართველოა გამონაკლისი: უსაფრთხოების რისკების მიუხედავად, ქართული ოცნება არჩევანს ჩინური კომპანიების სასიკეთოდ აკეთებს.

სამოქალაქო იდეამ, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, მოიკვლია ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან ჩინეთში წარმოებული სამეთვალყურეო კამერების შესყიდვის შემთხვევები.

რამდენი მილიონი ლარის ჩინურ კამერებს ყიდულობს საქართველოს სახელმწიფო:

მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წელიწადში ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენცია გვაქვს. კერძოდ, თუკი მაგალითად, 2023 წელს 151 592 ლარის სულ 6 შესყიდვა განხორციელდა, 2024 წელს ეს რიცხვი 13-მდე გაიზარდა, რომელშიც ხელისუფლებამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ჩინური სამეთვალყურეო კამერების შემსყიდველები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამინისტროები სამინისტროები და მათი საქვეუწყებო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა. რაც შეეხება შესყიდული კამერების მწარმოებლებს, მათ შორის არიან საერთაშორისო დონეზე არაერთ სკანდალში გახვეული და საეჭვო რეპუტაციის მქონე ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა; Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd., Hangzhou Hikvision Digital Technology Co.,Ltd Tiandy Technologies Co., Ltd. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ 2019-2024 წლებში განხორციელებული 46 სახელმწიფო შესყიდვიდან 26 შემთხვევაში შესყიდული კამერები Hikvision-ის მიერაა წარმოებული. 5 მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წელიწადში ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენცია გვაქვს. კერძოდ, თუკი მაგალითად, 2023 წელს 151 592 ლარის სულ 6 შესყიდვა განხორციელდა, 2024 წელს ეს რიცხვი 13-მდე გაიზარდა, რომელშიც ხელისუფლებამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სამოქალაქო იდეამ, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, მოიკვლია ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან ჩინეთში წარმოებული სამეთვალყურეო კამერების შესყიდვის შემთხვევები.

ჩინურ კამერებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილება:

2021 - სამხრეთ კორეის მთავრობამ, Hikvision-ის პროდუქციის ნაწილზე აკრძალვები დააწესა. გარდა ამისა, 2024 წელს სამხედრო ბაზებიდან 1300-ზე მეტი ჩინური სათვალთვალო კამერა ჩამოხსნა.

2021 წელს ევროპარლამენტმა Hikvision-ის მიერ წარმოებული კამერების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დამრღვევ ქმედებებში კომპანიის მონაწილეობა.

ახალი ზელანდიის ბიზნესის, ინოვაციისა და დასაქმების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Hikvision-ის აღჭურვილობას აღარ შეიძენდა. მიზეზი - ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრაქტიკა, რომლებშიც კომპანია იყო ჩართული.

აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა Hikvision-ის წარმოებული სათვალთვალო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების იმპორტი. მიზეზი - უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ Hikvision “ომის საერთაშორისო სპონსორების” სიაში შეიყვანა. მიზეზი - რუსეთის ფედერაციაში კომპანიის აქტიური საქმიანობა.

ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა სახელმწიფო უწყების შენობებიდან Hikvision-ის სათვალთვალო კამერების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი - უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

2023 წლის დეკემბერში, კანადის მთავრობამ გადაწყვიტა Hikvision-ის მიერ წარმოებული ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვა. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის აპრილამდე, მომხდარიყო Hikvision-ის მიერ წარმოებული კამერების დემონტაჟი იმ შენობებში, რომლებიც კრიტიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკუთვნის. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, კერძოდ, ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული აქტორების ჯაშუშური აქტივობები.

ინდოეთის მთავრობამ 17 ჩინურ კომპანიას, მათ შორის Hikvision-ს, აუკრძალა ტენდერებში მონაწილეობა და დამატებით, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების მქონე კერძო კომპანიებს მისცა მითითება, აღნიშნული ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ.

სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩინურ კამერებს ყიდულობენ:

2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების შესაძენად 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ჩინური წარმოების სამეთვალყურეო კამერების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო. საყურადღებოა, რომ კომისიამ 2024 წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძინა 1 694 368 ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც Xiamen Milesight Technology Co., Ltd-ის მიერაა წარმოებული.

2024 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 281 370 ლარის ღირებულების Xiamen Milesight IoT Co., Ltd-ის მიერ წარმოებული 83 ზოგადი ხედვის კამერა. 2024 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 59 000 ღირებულების 7 ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ჩინური კომპანიის, Hikvision-ის მიერ იყო წარმოებული. 2024 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა Dahua-ს მიერ წარმოებული 8 გარე გამოყენების ქსელური კამერა.

ქ. თბილისის ფარგლებში, 2019, 2020 და 2024 წლებში შესყიდვები აქვთ განხორციელებული განხორციელებული ქ. თბილისის საკრებულოს აპარატს, სამგორის რაიონის გამგეობას, დიდუბის რაიონის გამგეობასა და უშუალოდ მერიას. კერძოდ, 2019 წელს თბილისის მერიამ 159 800 ლარის ოდენობის შესყიდვა განახორციელა და შეიძინა Hikvision-ის მიერ წარმოებული კამერები. ამავე წელს, 20 762 ლარის ღირებულების კამერები შეიძინა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ. 2024 წელს, დედაქალაქის ფარგლებში, ბოლო მსგავსი ხასიათის შესყიდვა განხორციელდა ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის მხრიდან და შეძენილ იქნა Xiamen Milesight IoT Co., Ltd-ის მიერ წარმოებული 25 150 ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერები.

სამინისტროებსა და მათ ქვეუწყებებს შორის ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რომელსაც 2021, 2022 და 2023 წლებში აქვს განხორციელებული შესაბამისი შესყიდვები. დეპარტამენტის მიერ შეძენილი კამერები ძირითადად Tiandy Technologies Co., Ltd და Hikvision-ის მიერაა წარმოებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები