მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურმა უძრავი ქონების გიგანტმა, Country Garden-მა დეფოლტი განიცადა

Country Garden

უმსხვილესმა ჩინურმა დეველოპერულმა კომპანიამ, Counrty Garden-მა კორპორაციულ ობლიგაციებზე დეფოლტი განიცადა.

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, Country Garden-ს ამჟამად 200 მილიარდი დოლარის ვალდებულებები აქვს, რისი მომსახურების საშუალებაც კომპანიას არ გააჩნია.

სწორედ დღეს კომპანიამ $60-მილიონიან ობლიგაციაზე განიცადა დეფოლტი და ამის შემდეგ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომ უახლოეს მომავალში კომპანიას სხვა ობლიგაციებზეც მოუწევს დეფოლტის გამოცხადება.

Country Garden-ი ჩინეთის მასშტაბით ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს, ის ქვეყნის მასშტაბით 1,000-მდე პროექტს ფლობს, თუმცა კომპანია ამჟამად გაკოტრების ზღვარზეა, ისევე როგორც Evergrande-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები