მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი მოეწყობა - პროექტი 9,5 მლნ ჯდება

642c028e96adf
BM.GE
04.04.23 14:56
4587
აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი მოეწყობა - შესაბამისი ტენდერი აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ უკვე გამოაცხადა. ზიპლაინის სიგრძე 1,752 მეტრი იქნება და ის ჩირუხის მთაზე მოეწყობა. მისი ზედა სადგური ზღვის დონიდან 2,496 მეტრზე იქნება. 

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ღირებულება 9.5 მილიონი ლარი იქნება. 

"აღნიშნული ზიპ-ლაინი ''არწივის ბუდე'' მდებარეობს ჩირუხის მთის მიმდებარედ, რომლის სიგრძე იქნება 1752 მეტრი და იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი ორ ზოლიანი ზიპ-ლაინი. იგი შედგება ორის, ზედა და ქვედა სადგურისგან. ზედა სადგური მდებარეობს ზღვის დონიდან 2496 მეტრზე და წარმოადგენს 10 მეტრიან კოშკურას არწივის ბუდის ვიზუალით, რომელიც ასრულებს როგორც ზიპ-ლაინის ზედა კოშკის ასევე გადმოსახედის ფუნქციას, დაუვიწყარი 360 გრადუსიანი ხედით. საწყის დონეზე მოეწყობა ასევე შეზლონგები და დაომონტაჟდება ბინოკლები. ქვედა სადგური მდებარეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრზე. მისი არქიტექტურული იერსახის ინსპირაციად აღებულია ადგილობრივი იაილები. ქვედა სადგურის შენობაში ასევე განთავსდება მცირე ზომის კაფეტერია და ტერასა, რაც დამატებით ინტერესსა და აქტივობას გააჩენს ყველა ტიპის ტურისტისა თუ დამსვენებელისთვის. ორივე სადგურთან ასევე განხორციელდება ახალი საპროექტო გზის, ბილიკების, ავტოსადგომები, ველოსადგომების, განათებებისა და ღობეების მოწყობა,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე განხორციელდება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები