მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდ. კორეა ხელოვნური წამწამების და პარიკების ექსპორტით მილიონობით შემოსავალს იღებს

წამწამი
05.02.24 00:01
698

Reuters საბაჟო დეპარტამენტებისა და სილამაზის ინდუსტრიის ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს ჩრდილოეთ კორეამ ხელოვნური წამწამების და პარიკების ექსპორტიდან 167 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ხელოვნური წამწამების და პარიკების ბაზარზე გამოტანამდე ნედლეულის დამუშავება და შეფუთვა ჩინეთში ხდება, შესაბამისად სილამაზის ინდუსტრიას ის ჩინური წარმოების პროდუქტად მიეწოდება. ძირითადი შემსყიდველი ქვეყნები იაპონიის და სამხრეთ კორეული ბაზრებია. ასეთი სტრუქტურით ვაჭრობა სასარგებლოა ჩრდილოეთ კორეისთვის, რადგან ქვეყანა სანქციების გვერდის ავლას ახერხებს და უცხოური ვალუტის შედინებისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, გასული წლის შედეგებით პარიკების და ხელოვნური წამწამების ექსპორტი გაორმაგებული იყო და მთელი ექსპორტის თითქმის 60%-იან წილს იკავებდა. 2023 წელს ჩინეთში 1680 ტონა ხელოვნური წამწამების, წვერის და პარიკების იმპორტი განხორციელდა.

გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ პროდუქტის ფასი გაზრდილია. მაგალითად 2019 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ხელოვნური თმით და წამწამებით შემოსავალი $31.1 მლნ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა პროდუქციის გასული წლის შედეგთან შედარებით მეტია. 2019 წელს დასახელებული პროდუქტის ექსპორტის მოცულობა 1892 ტონა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები