მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩრდილოეთ მაკედონიაში ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა - ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ჩრდ. მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი პირი დაშავდა. ტრაგედია ქალაქ კოჩანის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი კონ­ცერ­ტის დროს გაჩ­ნდა, რო­მელ­საც 1 500-მდე ადა­მი­ა­ნი ესწრე­ბო­და.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი პიროტექნიკის გამოყენებაა.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს აუნაზღაურებელი ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა. ქვეყანაში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები