მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ - ო'ბრაიენი

ბიძინა ივანიშვილი

ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო 'ბრაიენმა ექსკლუზიურად განაცხადა.

"ამერიკის ხმის" კითხვაზე - რას ფიქრობს აშშ ივანიშვილის სანქცირებაზე, რა შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ან მოვლენა, რომელმაც ის შეიძლება ამერიკის სანქციების სამიზნედ აქციოს? - ო'ბრაიენმა აღნიშნა:

"ეს შესანიშნავი შეკითხვაა და ამაზე რამდენიმე რამის თქმა მსურს. ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ - კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას და თქმას, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერილმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის დასახმარებლად იმაში, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები