მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეიმს ო’ბრაიენი: შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით

ჯეიმს ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ე.წ. 'რუსულ კანონს" ეხმაურება. როგორც ჯეიმს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელ X-ში წერს, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც მისივე შეფასებით, საქართველოს ევროპისგან დაშორების საფრთხეს აჩენს.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან დაშორების საფრთხეს აჩენს. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ჩათვლით“,- წერს ჯეიმს ო’ბრაიენი.

"ქართულმა ოცნებამ" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური ძალის აგენტი" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით" ჩანაცვლდა. სტატუსი ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას მიენიჭება, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ატვირთვა მოუწევთ. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება იუსტიციის სამინისტროს შეეძლება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით ე.წ. რუსული კანონის მიღება ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

„რუსული კანონი“ და მისი ალტერნატივა - ბიუროზე 3 კანონპროექტი დარეგისტრირდა

რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად

მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები