ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა დეესკალაციისთვის და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის საჭიროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მათზე იერიშები შეწყვიტონ.
თეირანის მთავარი დიპლომატის თქმით, ამ დრომდე მას აშშ-დან არავინ შეხმიანებია. არაღჩიმ ორი ქვეყნის მიერ განხორციელებულ სამხედრო იერიშებს უკანონო და არაპროვოცირებული კიდევ ერთხელ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანა მსგავსი სცენარისთვის მზად იყო და ირანს საკუთარი ტერიტორიების დამოუკიდებლად დაცვის რესურსი გააჩნია.




























