მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ“ - ირაკლი კობახიძე ფოთის პორტის გაფართოებაზე

ირაკლი კობახიძე

„ოცნების“ მთავრობის პრემიერი აცხადებს, რომ ფოთის პორტის გაფართოების საკითხზე მუშაობისთვის მზად არიან, მაშინ როდესაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-ში აცხადებენ, რომ მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

BM.GE-ის კითხვას - რატომ ფერხდება ფოთის პორტის გაფართოების საკითხი და ხომ არ ანიჭებს მთავრობა „ანაკლიის პორტის“ პროექტს უპირატესობას, როგორც ეს კომპანიაში მიაჩნიათ, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ“ და შემდეგ კი ფოთის პორტის გაფართოების საკითხზე მხოლოდ ერთი წინადადებით განაცხადა: „ფოთის პორტის გაფართოების ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით მზად ვართ მუშაობისთვის“.

ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.

"მინისტრს შევხვდით... [ფოთის პორტის გაფართოებაზე] ველოდებით მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას" - ინტერვიუ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები