მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო - მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია კარგი მონაპოვარია, "მაგრამ ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო". მან ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

ყაველაშვილმა გაიმეორა "ქართული ოცნების" ნარატივი ევროკავშირის იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობაა.

"რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა წავიდეს, ნახოს, დაისვენოს, იმუშაოს და ა.შ. კარგი მონაპოვარია [ვიზალიბერალიზაცია], მაგრამ სახელმწიფოებრიობაზე როდესაც გვქონდა ლაპარაკი, ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო. თუ ასე მიყენებ [საკითხს] და გამხილე, რომ ამას სპეციალურად აკეთებ ევროკავშირის ბიუროკრატიული ნაწილი, იმისთვის, რომ აქ ხალხი გაანაწყენო და გგონია აქ ბნელი ხალხი ცხოვრობს და ვერ მიხვდება ამას რატომ აკეთებ... ამ ქვეყანას არ იცნობენ, ქართველი თავის შვილს როგორ შეხედავს თვალებში, რომ სანქციის გამო სამშობლოს გაყიდის ან რაღაც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები