მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, მარკ პაუსი

64931599ca648
BM.GE
21.06.23 19:17
747
დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, მარკ პაუსი თამბაქოს ზიანის შემცირების ს მნიშვნელობის შესახებ ConservativeHome-ის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში მალე ახალი კანონი - “შეცვალე რათა შეწყვიტო” ამოქმედდება, რომელიც მწეველებს ნიკოტინის შემცველ უკვამლო ალტერნატივებს შესთავაზებს, რათა ხელი შეუწყოს მათ, თავი დაანებონ მოწევას. ამგვარი ინიციატივა უპრეცედენტოა ისტორიაში.

როგორც მარკ პაუსი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ასახავს პარლამენტარების ერთობლივ ძალისხმევასა და სურვილს, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და შექმნან კვამლისაგან თავისუფალი ინგლისი. ამ პროცესში კი უკვამლო ალტერნატივების როლი გადამწყვეტ როლს თამაშობს და ამას მონაცემებიც აჩვენებს.

“მოწევის შედეგად ინდივიდებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის მიყენებული ზიანი ჩვენთვის ნათელია - დიდ ბრიტანეთში მოწევა არაგადამდები დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად 78 000 ადამიანი იღუპება. ამასთან, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ხარჯები ყოველწლიურად 2.5 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად კი საჭიროა ინოვაციური და ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს მწეველთა რაოდენობის შემცირებას. “შეცვალე რათა შეწყვიტო” კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, - წერს მარკ პაუსი.

“ჩაანაცვლე რათა შეწყვიტო” ინიციატივა კი ნათლად ასახავს ჩვენს პოზიციას - დიდი ბრიტანეთი მზად არის მიმართოს ინოვაციურ, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რათა გაუმკლავდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარ გამოწვევებს”, - წერს პაუსი.

მართალია, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებების საფუძველს სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და მეცნიერება წარმოადგენს, თუმცა, ამგვარი მიდგომა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არ არის. უფრო მეტიც, სამეცნიერო მტკიცებულებებს არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მის მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია ითვალისწინებს.

ამიტომ, პაუსის განცხადებით, ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის შესახებ ჩანიშნულ მხარეთა მეათე კონფერენციაზე (COP10) დიდმა ბრიტანეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და არა მხოლოდ აჩვენოს მონაწილეებს ზიანის შემცირების მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული ინიციატივები და მათი შედეგები, არამედ მოახდინოს დიდი ბრიტანეთის, როგორც ზიანის შემცირების სტრატეგიების გლობალური ლიდერის პოზიციონირება.

პარლამენტარი აღნიშნავს, რომ COP10 ქმნის უნიკალურ პლატფორმას და აძლევს შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის დელეგაციას, ხელი შეუწყოს ზიანის შემცირების სტრატეგიების ადაპტაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

“ამით ჩვენ შევძლებთ, ხელი შევუწყოთ უფრო პრაგმატული, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს კონტროლის ინიციატივების განხორციელებას მსოფლიოში, რაც თავისთავად წარმოადგენს შესაძლებლობას ჯანდაცვის სისტემებისთვის, შეამცირონ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეული ზიანი და გადაარჩინონ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

COP10 არის შესაძლებლობა დიდი ბრიტანეთისთვის, ზეგავლენა იქონიოს თამბაქოს კონტროლის გლობალურ მიდგომებზე და შეცვალოს ის უკეთესობისკენ. მეამაყება, რომ მე ვარ ამ ინიციატივის მხარდამჭერი და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ჯანდაცვის ექსპერტებს და საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ და ერთად შევქმნათ კვამლისგან თავისუფალი მომავალი”, - წერს პაუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები