მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის" - EU-ს მილოცვა

ევროკავშირი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საახალწლო მილოცვას ავრცელებს. EU-ს მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს სჯერა საქართველოსი, ისევე, როგორც ქართველ ხალხს - ევროკავშირის.

"გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა - მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.

ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის", - წერია მილოცვის ტექსტში.

ცნობისთვის, ევროკომისიის გაფართოების წლევანდელ ანგარიშში ჩაიწერა, რომ საქართველოში დემოკრატიული ვითარება გაუარესებულია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.

"ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას" - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები