მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ შეიძლება, ვიყოთ თაობა, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა" - გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძე

„ქართულმა ოცნებამ აიღო უფრო მეტი ხმა ვიდრე 2012 წელს. ეს პოლიტიკური და მათემატიკური ნონსენსია“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში BMGDRIVE ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო უკიდურესად საშიში ზღვარზეა, რომ დამოუკიდებლობა დაკარგოს.

მისი თქმით, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ მათ არჩევნებში იმაზე მეტი ხმა დააგროვეს, ვიდრე 2012 წელს.

„"ქართულმა ოცნებამ", ოლიგარქიამ გვითხრა, რომ მათ აიღეს უფრო მეტი ხმა, ვიდრე 2012 წელს. მათ თქვეს, რომ 12 წლიანი მმართველობის შემდეგ, ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობის შემდეგ, თუ ამას ურთიერთობა ჰქვია და ყველაფერი ამის შემდეგ, ისინი დღეს უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე 2012 წელს იყვნენ. ასევე გვეუბნებიან, რომ ქუთაისში, რომელიც არის ყველაზე ოპოზიციური ქალაქი, საარჩევნო უბანზე 9500 ამომრჩევლით მეტი მივიდა, ვიდრე 2020-ში და ამ 9500-დან 9100-მა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა. ასეთი ტიპის აფსურდებზეა ლაპარაკი, რითაც მაკროდონეზე დაიწერა მათემატიკური ნონსენსი.

არჩევნების ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციის საკითხზე და იურიდიულ დეტალებზე არ ვარ კომპეტენტური. თუმცა, ერთი რამ ვიცით, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად საშიშ ზღვარზე, როდესაც ვიღვიძებთ ქვეყანაში, სადაც ნაცვლად იმისა, რომ სრული ოპტიმიზმი იყოს ევროკავშირთან გაწევრიანების ზღვარზე, შემოდიოდეს უამრავი ბიზნესი, პერსპექტივა განიხილებოდეს, ფინანსები მოდიოდეს, რაც ამ პროცესს ახლავს და პრაქტიკულად ყველა ოჯახს და ეკონომიკურად ყველა აქტიურ სუბიექტს ჰქონდეს ეს განცდა, ამის მაგივრად, ვართ სიტუაციაში როდესაც ბიზნესიდან დაწყებული ფიზიკური პირებით დამთავრებული ითვლიან, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ თაობა, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა, არათუ ევროკავშირისკენ სწრაფვა და გავხდეთ ჩამოყალიბებული ახალი ბელორუსი, როგორც საქართველოს საერთაშორისო პრესაში ეძახიან, თავისი უმძმესი ეკონომიკური შედეგებით“, - აცხადებს ქადაგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები