მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ ვართ საქართველო... ზღაპრის ბოლო კეთილია - ანრი მექვაბიშვილი

ფეხბურთელი

ფეხბურთელების პროტესტს კიდევ ერთი ფეხბურთელი ანრი მექვაბიშვილი უერთდება. ის წერს რომ რუსთაველის გამზირზე იმდენი ადამიანია გასული, რამდენიც ფეხბურთში გამარჯვებას ზეიმობდა.

"რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა.
საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება.

ჩვენ ვართ საქართველო
ზღაპრის ბოლო კეთილია', - წერს ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ანრი მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, კერძოდ "უნივერსიტატეა კრაიოვაში" გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები