მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შევამციროთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება - „დიდი შვიდეული“

623cccb6eb1b0
თამთა ჯიჯავაძე
24.03.22 23:55
685
ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შევამციროთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, - ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები აცხადებენ, რომ იმუშავებენ ერთად, რათა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება დასრულდეს.

„ამავე დროს ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ალტერნატივას და მდგრად მიწოდებას“, - წერია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები აქტიურად დაეხმარებიან იმ სახელმწიფოებს, რომელთაც ასევე სურთ რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირება.

„ჩვენ მოვუწოდებთ ნავთობისა და გაზის მწარმოებელ ქვეყნებს იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გაზარდონ მიწოდება საერთაშორისო ბაზრებზე, OPEC-ს აქ წამყვანი როლი აქვს. ჩვენ მათთან და ყველა პარტნიორთან ერთად ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ სტაბილური და მდგრადი გლობალური ენერგომომარაგება“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები