მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი ამოცანაა, მომავალი წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა გადავიდეს ევროპულ სამშენებლო ნორმებზე - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

"ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყანა მომავალი წლის ბოლოსთვის სრულად გადავა ევროპულ სამშენებლო სტანდარტებზე. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალი სამშენებლო ნორმების დანერგვაზე, რაც სამშენებლო სექტორში ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ახალი სამშენებლო ნორმების დანერგვასთან დაკავშირებით და ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა მთლიანად გადავიდეს ევროპულ სამშენებლო ნორმებზე. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ხარისხის, ისე ტემპის გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოხაძემ.

მისი განმარტებით, ახალი სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალე და ეფექტურად განხორციელებას.

„ჩვენი ამოცანა არ არის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხის გადახდა. ჩვენი ამოცანაა ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და პროექტების გონივრულ ვადაში შესრულება. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნავს ინფრასტრუქტურის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები