მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი გეგმაა, რომ მომავალ ხუთშაბათს კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას" - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დღეს ოფიციალურად წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, ახალი მთავრობის საკომიტეტო მოსმენები მომავალი კვირიდან დაიწყება, კვირის ბოლოს კი, ახალ შემადგენლობას უყრიან კენჭს.

"რაც შეეხება პროცედურას, ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ 17:00 საათზე ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. ორშაბათიდან უკვე იქნება მთავრობის შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენები და ჩვენი გეგმაა, რომ განვიხილოთ და კვირის ბოლოსთვის კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას", - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები