მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი კონკურენტები არა მხოლოდ საქართველოს, მეზობელი ქვეყნების კლინიკებიც არიან - პაატა კურტანიძე

პაატა კურტანიძე

“ავერსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, პაატა კურტანიძე ამბობს, რომ საქართველოს კლინიკები კონკურენციაში არიან რეგიონის და მსოფლიოს სამედიცინო ცენტრებთან. მან ამის შესახებ "ჯანდაცვის სტანდარტში" სტუმრობისას განაცხადა.

კონკურენციის ფონზე, პაატა კურტანიძე ხაზს უსვამს მოწინავე აპარატურის და კვალიფიციური მედპერსონალის საჭიროებას.

"საქართველოში კლინიკებს კონკურენცია მარტო ერთმანეთში არ აქვთ, ჩვენი კონკურენტები არიან მეზობელი ქვეყნების კლინიკებიც. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი თანხები გადის საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ანუ ჩვენ კონკურენციაში ვართ თურქეთის მსოფლიო დონის კლინიკებთან, გერმანიის, ავსტრიის, ისრაელის კლინიკებთან, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა დადის ამ კლინიკებში. ის რომ არ წავიდეს სხვა ქვეყანაში და მოვიდეს ჩვენს კლინიკაში, ამისთვის იმ კლინიკებზე არანაკლები და უკეთესი აპარატურა და უკეთესი ექიმები უნდა გვყავდეს. პირადად ჩემი, როგორც კლინიკების მფლობელის პოზიცია ის არის, რომ რასაც ვყიდულობთ, ყველაფერი არის მსოფლიოში საუკეთესო აპარატურა. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმების დონეს. მაღალი დონის აპარატურა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ორივე, აპარატურაც და მათზე მომუშავე ექიმებიც მაღალი დონის გვქონდეს",- ამბობს პაატა კურტანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები