მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მიზანია, ამერიკაში სნიკერსი ჩავანაცვლოთ“ - "ჩირჩხელა" ექსპორტისთვის ემზადება

619f9a75c2a5c
მარიამ იზორია
26.11.21 00:05
4243
25 სახეობის ჩირეულის, 10 სახეობის ტყლაპისა და 8 სახეობის ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ საექსპორტოდ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და გერმანიაში აწარმოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ bm.ge-ს განუცხადა პანდემიამდე ჩირჩხელა საერთაშორისო ბაზრებზე გადიოდა, თუმცა კოვიდსიტუაციამ კომპანია შეაფერხა.

„თავიდანვე, როგორც კი ბაზარზე გამოვჩნდით ექსპორტის მიმართულებით განვითარება დავიწყეთ. პანდემიამდე პროდუქტს საერთაშორისო ბაზრებზე ვყიდდით, თუმცა კოვიდსიტუაციამ შეგვაფერხა, ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და მიუნხენში ვაწარმოებთ, ჩვენი მიზანია, ამერიკაში სნიკერსი ჩავანაცვლოთ“ - აღნიშნავს „ჩირჩხელას“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, „ჩირჩხელა“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა, კომპანია თბილისში 2 მაღაზიას აერთიანებს, პროდუქცია როგორც ონლაინ, ასევე სხვადასხვა მაღაზიაში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები