მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია EU-ში ინტეგრაცია. ესაა ყაველაშვილის პოზიციაც - კობახიძე

ოცნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" მიზანი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

ევროინტეგრაციაზე კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ თქვა, რომ ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, ყველაფერი დანარჩენი კი განხილვის თემაა.

"ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება.

ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი დანარჩენი, არის, რა თქმა უნდა, განხილვის თემა. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, მაგრამ ამასთან ერთად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილის პოზიციაც. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2030 წლისთვის, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები