პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია.
„ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს აშშ-ში ელჩი არ ჰყავს. დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. გუშინვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.