ტურბულენტობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ ახალი ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ არაპროგნოზირებად გარემოში მთავრობას და მოქალაქეებს აქვთ ერთი ამოცანა - ისწავლონ ვირუსის მართვა.
"ეს ტურბულენტობა, რომელიც დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან, მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ ან ორ წელში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი, ყველას ამოცანა - ეკონომიკის, მოქალაქეების, მთავრობის არის მარტივი - უნდა ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, მკურნალობა და ადამიანის სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ამაზეა ეს ბიუჯეტი აგებული", - განაცხადა გახარიამ.