მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი პარიკები ნატურალური თმისგან მზადდება და ფასები 250 - 5 000 ლარამდე მერყეობს - „პარიკების ოთახი“

პარიკები

„პარიკების ოთახი“ ექსპორტისთვის ემზადება, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა ინასარიძემ ისაუბრა.

„უკვე აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი პარიკების ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განიხილება თანამშრომლობა გერმანიასთანაც, აგრეთვე ჩინეთთან და ისრაელთან. თუმცა მანამდე უნდა მოხდეს წარმადობის ზრდა.“ - აღნიშნავს გვანცა ინასარიძე.

ამ ეტაპისთვის „პარიკების ოთახი“ წლის განმავლობაში საშუალოდ 1500 პარიკს ამზადებს. ერთი პარიკის დამზადებას საშუალოდ 2 კვირა სჭირდება.

„ჩვენი პარიკები ნატურალური თმისგან მზადდება, რომელთა ფასები 250 ლარიდან იწყება და 4 000 – 5 000 ლარამდეც მერყეობს. საკმაოდ დიდი სხვაობაა ჩვენს პარიკებსა და იმპორტირებულ პარიკებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური თმისგან არის იმპორტირებული პარიკები ნაწარმოები, მათი ფასი 700 დოლარიდან იწყება და 8000 დოლარამდე მერყეობს, შეიძლება მეტიც კი ღირდეს. ვფიქრობთ, რომ ხარისხითაც და ფასითაც ქართულ წარმოებას შეუძლია დიდი კონკურენციის გაწევა იმპორტირებულ პროდუქციასთან“, - აღნიშნა გვანცა ინასარიძემ.

„პარიკების ოთახი“ ბაზარზე სულ 1 წელია გამოჩნდა და მისი გაყიდვების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს და ამ ეტაპზე 5 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები