მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი პარტნიორების მიერ, ყოველწლიურად, მილიონობით დოლარი და ევრო იხარჯება განათლების სისტემის განვითარებაში"- ლიკა ღლონტი

ღლონტი

ევროკავშირის პროექტების EU4Dialogue კოორდინატორი, ლიკა ღლონტი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განათლების სისტემაში „რუსული კანონის“ გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რომ არა დონორი ორგანიზაციები, განათლების სისტემა და მეცნიერება ვერ გადარჩებოდა.

მისივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ასიათასობით დოლარი და ევრო იხარჯებოდა ქვეყანაში ყოველწლიურად, რომელიც განათლების სისტემის განვითარებას ხმარდებოდა.

„ჩვენი პარტნიორების დახმარებამ გადაარჩინა საქართველოში განათლების სისტემა და მეცნიერება. რომ არა საერთაშორისო დონორების დახმარება, ვერ ვიარსებებდით, რადგან განათლება არის საფუძველი ქვეყნის სტაბილური განვითარების და წინსვლის. ლაპარაკია ასეულობით, მილიონობით დოლარსა და ევროზე, რომელსაც როგორც ამერიკის შეერთებული შტატები გასცემდა, ასევე ევროკავშირი, ისე ინდივიდუალური ევროპული ქვეყნები და კონკრეტული ინსტიტუციები, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უწყვეტად.

ეს არის ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსი, რომელიც ქვეყანაში ჩაიდო და ძალიან კარგი შედეგი დადო. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ უკეთ შეიძლებოდა ამ თანხების გამოყენება, მაგრამ თუ ჩვენ ამ კუთხით მივუდგებით, ეს უკვე იქნება არა დონორების გამოყენება, არამედ ადგილობრივი მმართველების პრობლემა, რომლებმაც ეფექტურად და ეფექტიანად ვერ აითვისეს თანხა.

ყოველ შემთხვევაში, ეს არის წარმოუდგენლად დიდი დახმარება, რომელმაც საქართველოს ინტელექტუალური ელიტა გადაარჩინა და მუხტი მისცა მას. ის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე არის როგორც ერთ-ერთი საგანმანათლებლო ცენტრი და ამას, ჩვენს ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების არსებობა და ძალიან ბევრი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტიც ადასტურებს“,-აცხადებს ღლონტი.

მისივე ცნობით, დღეს ქვეყანაში მასწავლებლების გადამზადება და სკოლების რემონტი ვერ ხდება, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს დეკლარირებულად პრიორიტეტულად აქვს გაწერილი.

„დღევანდელ დღეს, კონკურენტული გარემო იმდენად მძიმეა და იმდენად კოლოსალური თანხების ჩადება ხდება სწორედ მეცნიერებაში, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი უბრალოდ სასაცილოც არის.

საქართველოში ზოგადი სურათი რაც გვაქვს, მოსახლეობის ყველა ფენაში დიდად განსხვავებული საუნივერსიტეტო სფეროებიც არ აღმოჩნდა. ბოლო დროის მოვლენებმა, ლექტორების მიერ მიმართვაზე ხელმოწერამ აჩვენა, რომ აქაც სერიოზული დაყოფა არის. ყველა ხვდება კარგად, ან შეიძლება არიან ვიღაცები, ვისაც თვალზე ლიბრი აქვთ გადაკრული, მაგრამ ძირითადად საუბარია იმაზე, თუ რამდენად ღიად ხდება ამ საფრხეების გახმოვანება აკადემიურ წრეებში. აქვე აღვნიშნავ, რომ დონორების მხრიდან გაწეული დახმარების შეჩერების საფრთხე განათლებისა და მეცნიერების სფეროში ყველაზე უფრო დაბალია.

რუსეთიც კი, რომელიც ყველაზე მძიმე სანქციების ქვეშაა, რუსეთშიც კი მაგალითად სასტიპენდიო პროგრამები არ დახურულა. ანუ, დაიხურა თანამშრომლობა სამეცნიერო ცენტრებთან, დაიხურა უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობა, მაგრამ ინდივიდუალური სტიპენდიები რუსი სტუდენტებისთვის კვლავინდებურად ხელმისაწვდომია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჩვენ გვეუბნებოდა, რომ უნივერსიტეტები ამ სფეროში არ მოყვებიანო, ასევე გვეუბნებოდნენ, რომ კერძო პირებზე ეს კანონი არ გავრცელდებაო და ისე შეაპარეს ეს პუნქტი, რომ არც კი გაგვიგია. არანაირი გარანტია, რომ ეს არ აისახება სასწავლებლებზე არ არის.

მითუმეტეს, რომ ჩვენ ხომ ვხედავთ, რექტორების განცხადებას, რომლებიც იძულებით იყო გაკეთებული. ასევე, განათლების ხარისხის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო შეეცდება ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს, რათა ახალგაზრდების პროტესტი ჩაახშოს, რადგან ქუჩაში ახლა ძირითადად სტუდენტები არიან. ამ უნივერსიტეტებზე ზემოქმედების გზით, შესაძლებელი მიაჩნიათ ალბათ, რომ სტუდენტებზე რეაქციას მოახდენენ. ამიტომ, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ გავრცელება მოხდება უნივერსიტეტებზეც. ყველა უნივერსიტეტი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო პროექტეში, ხდება უცხოური გავლენის აგენტი რადგან, 20 კი არა, 50% არის მათი მოზიდული დაფინანსების არის საერთაშორისო წყაროებიდან შემოსული.

ანუ უნივერსიტეტი თუ ვარგა უნივერსიტეტად, თუ მასში ხორციელდება კვლევა, თუ მას აქვს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, რასაკვირველია ყველაფერი დონორების დახმარებითაა, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ განათლებაში საკმარისი თანხა არ ჩადო“,-ამბობს ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები