ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას 21 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გამართავენ. ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
მათი ცნობით, ისინი მსვლელობით სხვადასხვა ადგილებზე ხვალაც მივლენ, თუმცა, ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან, მათ დღეს მსვლელობები დაასრულეს, თუმცა, აქცია გრძელდება.