მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი საინვესტიციო პოტენციალი შეიძლება გაიზარდოს, რადგან გარშემო ომია - თემურ ჭყონია

63467856c55ad
თათია კაკიაშვილი
12.10.22 15:13
575
“საინვესტიციო პოტენციალი შეიძლება გაიზარდოს საქართველოში დღეს იმიტომ, რომ გარშემო ომია,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტებმა ჭყონიას სთხოვეს, გაეკეთებინა კომენტარი საქართველოზე, როგორც საინტერესო საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანაზე. საკითხზე განცხადება გააკეთა "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმაც.

თემურ ჭყონია ამბობს, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი იზრდება რუსეთისა და უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის ხარჯზე. თუმცა ჭყონია ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს საგადასახადო სისტემა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკა მაინცდამაინც მიმზიდველი არაა.

„საქართველო უკეთეს პირობებშია დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდრე სხვა ქვეყნები და საინვესტიციო პოტენციალის ზრდა შეიძლება ამითაც არის გამოწვეული. თვითონ ინვესტორი არის პროფესია. თუ ინვესტორმა დაინახა, რომ საგადასახადო სისტემა არის კარგი, საგადასახადო სისტემათა სასამართლო არის კარგი, რაც ჩვენთან პრობლემატურია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაინტერესდება ინვესტიციით. შეიძლება ინვესტიცია არსებობდეს, მაგრამ საინვესტიციო გარემოსთვის ბევრი ნიუანსია მოსაფიქრებელი: მოსახლეობა, მსყიდველუნარიანობა, ეკონომიკა… ჩვენ საინვესტიციო გარემო გვაქვს ესებ-ში, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში,“ - განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები