მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი შემდეგი მიზანი უნდა იყოს, რომ "ხარისხიანი ინვესტორები" შემოვიყვანოთ" - მარიამ ქოიავა

რედა1ტ2

ჩვენი შემდეგი მიზანი უნდა იყოს, რომ ხარისხიანი ინვესტორები შემოვიყვანოთ, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს მმართველმა პარტნიორმა, მარიამ ქოიავამ განაცხადა. ქოიავა ამბობს, რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

კითხვაზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ გვაქვს თუ არა საამაყოდ საქმე, რესპოდენტი პასუხობს, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ქვეყანას კარგი ტრაექტორია აქვს.

„ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგან ინვესტორებს თანხასთან ერთად შემოაქვთ ხშირად მაღალკვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა და ტოვებენ ქვეყანაში როგორც ცოდნას, ისე გამოცდილებას. ხშირად ისმის კითხვა - რატომ ვზრუნავთ ამდენს FDI-ზე და რატომ არ ვზრუნავთ შიდა ინვესტორებზე უფრო მეტად? პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ვფიქრობ, ნორმალური მაჩვენებელი გვაქვს იმ ფონზე, რა ვითარებაშიც გვიწევს ცხოვრება, ეს ეხება პოსტკოვიდ პერიოდს, რეგიონში არეულობას, ომის ფაქტორიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხებია.

ვფიქრობ, საქართველოს ამ კუთხით ტრაექტორია გვაქვს კარგი, თუმცა რა შეიძლება გავაკეთოთ მეტი? ჩემი აზრით, ჩვენი შემდეგი მიზანი უნდა იყოს და როგორც ვიცი, ამაზე მუშაობენ კიდეც, რომ ხარისხიანი ინვესტორები შემოვიყვანოთ. ანუ, არა ისეთი ინვესტორი, რომელიც შემოვა, დეველოპერულ პროექტს განახორციელებს და გავა, გაიტანს ამ თანხას უკან, არამედ ისეთი ინვესტიციები, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში ხასიათდებიან რეინვესტირებით და ასევე უფრო მეტ ცოდნას და გამოცდილებას ტოვებენ ქვეყანაში“, - თქვა ქოიავამ.

კითხვაზე, გვაქვს თუ არა მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მარიამ ქოიავა ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება ჰქონდეს თავისი ნიშა, შეთავაზება, რითაც სხვა ქვეყნებს კონკურენციას გაუწევს.

„რაც შეეხება საინვესტიციო მიმზიდველობას, გადასახადებს თუ შევხედავთ, საკმაოდ ლოიალური და მიმზიდველი გვაქვს. სასამართლოს საკითხი ბევრი ინვესტორისთვის კვლავაც შემაფერხებელია, ამიტომ კერძო არბიტრაჟით ან საერთაშორისო სამართლის რეგულირებით შეიძლება შემოდიოდნენ ქვეყანაში, ან დებდნენ ინვესტიციებს. შეიძლება სასამართლო იყოს საკითხი, მაგრამ ინვესტორები ამ რისკის დაზღვევას ახერხებენ არბიტრაჟით. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ სასამართლოს გამო ჩვენთან ინვესტორები არ შემოდიან.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ რამდენად შეიძლება საქართველო ხვდებოდეთ საინტერესოდ, ვფიქრობ, გვაქვს ისეთი შეთავაზებები, რაც შეიძლება მათ საინტერესოდ ხვდებოდეთ, თუნდაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრანტი, რომელიც არსებობს, ან სესხის სუბსიდირების კომპონენტი ძალიან ბევრი სექტორისთვის და ა.შ. კონკურენცია დღეს საერთაშორისო ინვესტორებზე არის ძალიან დიდი ქვეყნებს შორის. დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს აჩვენოს თავისი კონკურენტული უპირატესობა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ინვესტორს, რატომ არის მისთვის უფრო ხელსაყრელი და მოგებიანი კონკრეტულად ამ ქვეყანაში მოახდინოს ინვესტირება. უნდა ვფიქრობ, მეტად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა“, - განაცხადა მარიამ ქოიავამ.

ის ფიქრობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ბალნეო და ველნეს მიმართულება განავითაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები