ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც თბილისში მდებარეობს, საპროტესტო აქციებში დაშავებულებს, უკანონოდ დაპატიმრებულებს და გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებს. განცხადებას კლინიკა ავრცელებს.
"2022 წელს 100 000 ლარი გადავრიცხეთ უკრაინის დასახმარებლად.
2024 წელს ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც „რუსული“ კანონი გააპროტესტა.
ახლაც საქართველოს გვერდით ვართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა დაშავებულს, გაფიცულს და უკანონო პატიმარს.
ბრძოლა გამარჯვებამდე!", - წერია განცხადებაში.