მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ხელნაკეთი ჩანთა 2024 წლიდან პარიზში, Galeries Lafayette-ში გაიყიდება“ - Maroma Collection

63fdf7522a913
ნანუკა ნარიმანიძე
01.03.23 10:00
949
ქართული ბრენდის Maroma Collection-ის ხელნაკეთი ჩანთა 2024 წლიდან საფრანგეთში, პარიზის გალერეა Galeries Lafayette-ში გაიყიდება - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მადო რომანიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მათი პროდუქციის მიმართ უცხო ქვეყნების დიდი სავაჭრო ცენტრებისგან არის დაინტერესება - “პარიზში, კონკრეტულად გალერეა ლაფაეტთან (Galeries Lafayette) გვაქვს მოლაპარაკება, ისინი დაინტერესდნენ ჩვენი ერთ-ერთი ხელნაკეთი ჩანთით, რომლის შექმნაშიც მანქანა საერთოდ არ მონაწილეობს, მათ სურთ, რომ ეს ჩანთა 2024 წლიდან მათ ფილიალებში იყიდებოდეს, გარდა ამისა, იაპონიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრშიც მალე შევალთ“ - ამბობს დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ბრენდი უკვე გასულია საერთაშორისო ბაზარზე, პროდუქცია იყიდება სერბეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და ამერიკაში.



გარდა საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესებისა, პროდუქტზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც დიდია, სწორედ ამიტომ მადო რომანიძემ კონცეპტუალური მაღაზია „ჩაცმა“ შექმნა.

“ჩვენი კომპანიაა ამ პროექტის ავტორი. იდეა იყო ის, რომ გვჭირდებოდა ჩვენი ბრენდის ღირსეულად წარსადგენი ადგილი, ეს იყო არამხოლოდ ჩვენი ბრენდის, არამედ პარტნიორული პროექტი, შესაბამისად, გავაერთიანეთ რამდენიმე ქართველი დიზაინერის ნაშრომი ჩვენთან ერთად და ქალაქის გულში, სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ და კოტე აფხაზის ქუჩაზე გვაქვს მაღაზიები“, - აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.

მადო რომანიძის თქმით, ეს ადგილები სპეციალურად აირჩა, რათა საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა შეძლონ პროდუქციის დათვალიერება, როგორც დამფუძნებელი ამბობს, დიზაინერების
ნაშრომები ძალიან მჭიდრო კავშირშია ქართულ კულტურასთან, რაც ძალიან მოსწონთ უცხოელებს.

ცნობისთვის, Maroma Collection 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 15 ადამიანს ასაქმებს. ბრენდი მომხმარებელს ფერად და მრავალფეროვან ტანისამოსს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები