მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენს კლიენტებს ქართულ სასამართლოში წასვლას კატეგორიულად არ ვურჩევთ“ - მაია მწარიაშვილი

6086e505ed4f8
ნუცა ბაზლიძე
27.04.21 23:17
898
„ჩვენი იურიდიული კომპანია ძირითადად უცხოელ ინვესტორებთან მუშაობს და კლიენტებს ქართულ სასამართლოში წასვლას კატეგორიულად არ ვურჩევთ“ - ამის შესახებ BLB-ის პარტნიორმა, თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა. 

როგორც ის აღნიშნავს, როცა უცხოელი ინვესტორი საქმეს სახელმწიფოსთან იჭერს და მათი მოთხოვნაა დავის განხილვის ადგილი უცხოური ფორუმი ან არბიტრაჟი იყოს, სახელმწიფო კატეგორიულად არ თანხმდება ხოლმე.

„ეს უცხოელ ინვესტორებში სანდოობის თვალსაზრისით იწვევს ეჭვს. ქართულ სასამართლოში არაერთი პარადოქსი ხდება, რაც მათ არ ესმით“, - დასძენს მაია მწარიაშვილი. 

გარდა ამისა, სასამართლო სისტემის გამოწვევებზე საუბრისას, თბილისის ყოფილმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სიტუაცია უარესდება. 

„სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, თუნდაც, 2015 წელს რომ შევადაროთ, ფიქსირდება გაუარესება როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულების კუთხით“, - ამბობს მაია მწარიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები