მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმ დავაში, სადაც სახელმწიფო მოპასუხე მხარეა, პროცესში ფორმალურად ვმონაწილეობთ”- იურისტი

64b55375e921f
ანუკა ჯოხაძე
17.07.23 23:00
697
სასამართლო ვერ უმკლავდება თავის დანიშნულებას, მართლმსაჯულება დროულად განახორციელოს- ამის შესახებ დღეს იურისტმა ქეთი ქვარცხავამ კომპანია არიკ ჯგუფის პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინვესტორ კომპანიის საქმიანობა როგორც ქეთი ქვარცხავა ამბობს გაჭიანურებული სასამართლო დავების გამო ფერხდება და დგას რისკი, რომ ინვესტორმა საქართველოში საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს.

რამდენად აფერხებს სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები დღეს ინვესტორების საქმიანობას და რა გავლენა აქვს წლების განმავლობაში გაჭიანურებულ სასამართლო დავებს ინვესტორების განწყობებზე? ეს კითხვები BM.GE-იმ BLB-ის პარტნიორს მაია მწარიაშვილს დაუსვა.

მისი თქმით, სასამართლო დავების გაჭიანურება დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

მისი განმარტებით, სასამართლო დავების ვადების პროგნოზირება განსაკუთრებით რთული მაშინ არის როცა სასამართლო დავაში მოპასუხე მხარე სახელმწიფოა. BLB-ის პარტნიორ მაია მწარიაშვილის თქმით, ამ დროს ხშირად ხდება პროცესებით მანიპულირება. მწარიაშვილს კონკრეტული საქმის მაგალითიც მოჰყავს, როცა სასამართლო პროცესში ჩართული მხარე სახელმწიფო იყო- ამ შემთხვევაში დავა არც მეტი არც ნაკლები 11 წელს ითვლის.

“როდესაც სახელმწიფოსთან მიდის დავა და მოპასუხე სახელმწიფოა, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არცერთი მოქმედება არ იქნება სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი. აგდია საქმე იქამდე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვაგან. გვქონია შემთხვევა 7 წელი ეგდო საქმე თან ასეთი დიდი დავა, როგორიც "თბილავიამშენია". საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ქონების 22 აქციონერისთვის წართმევას ეხება, ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან დავობენ ისინი და მე-11 წელია არაფერი არ დასრულებულია. სახელმწიფო არ აბრუნებს ქონებას. 7 წელი არ იხილებოდა საქმე, შეცვალეს მოსამართლე დანიშნეს ახალი. ამ ახალმა მოსამართლემ, რომელსაც საქმის ერთი ფურცელიც კი არ წაუკითხავს, 10 ტომზე მეტი იყო საქმე, 1 დღეში მიიღო გადაწყვეტილება.

იქ სადაც სახელმწიფოა ზუსტად ვიცით, რომ ფორმალურად ვმონაწილეობთ ამ პროცესში, უბრალოდ რომ სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ ვიდავოთ სასამართლოს წესით. აქ შემოდის კვალიფიკაციის პრობლემაც ძალიან დიდი დოზით. ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს პროცესზე, ეს ძალიან მძიმე ამბავია. სრული არაკვალიფიციურობაა სახელმწიფოს იურიდიული წარმომადგენლების პროცესზე, მაგრამ მას პრობლემა არ აქვს მაინც მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ამიტომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე არც ფიქრობს სახელმწიფო", - განაცხადა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები