მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის“ გასაჩივრება კარგი ტესტი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - იურისტი

კახა შარაბიძე

იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას მიესალმება.

პრეზიდენტმა "რუსული კანონი" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

121 არასამთავრობო ორგანიზაცია "რუსული კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

"მე, როგორც იურისტი მივესალმები ამ ნაბიჯს; კანონპროექტის პარლამენტში განხილვების პროცესში რადგან ვერ მოხერხდა საკითხზე შეჯერება, კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ერთ-ერთი სამართლებრივი გზაა.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტესტი იქნება სასამართლოსთვის, რომ მათ აჩვენონ თავისი როლი და სტანდარტი, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. ძალიან საინტერესო იქნება, რამდენად ჩააბარებს ამ ტესტს სასამართლო და სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს, შეიძლება, ეს იმედი სურვილით არის ნაკარნახევი, მაგრამ ამით სასამართლო იხსნის ყველა დაპირისპირებულ მხარეს და ქვეყანას საკმაოდ რთული მდგომარეობისგან რომელშიც აღმოვჩნდით“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.

"წერტილთან“ ინტერვიუში იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა BLB-ის სერვისების მაგალითზე ისაუბრა, რა ნეგატიური გავლენა მოახდინა უკვე ე.წ. „რუსულმა კანონმა“ ბიზნესგარემოსა და კონკრეტულ ბიზნესგარიგებებზე.

კახა შარაბიძის შეფასებით, ბიზნესის აქტივობის პულსი ძალიან დაეცა და მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობის საქმის კურსში არის ეკონომიკის სამინისტროც და სხვა შესაბამისი უწყებებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები