"საქართველოს “პანდემიური კომიდან” გამოსასვლელად, საჭიროა, ზოგზოგიერთები შევაფხიზლოთ: ჩვენს ქვეყანას ჰყავს ისეთი ბიზნესმენები, რომლებმაც ახლა, წესით ინვესტიციები უნდა განახორციელონ", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-ის განუცხადა.
ჭყონია, პანდემიის ეფექტებზე საუბრისას, ამბობს, რომ დღეს ყველა ქვეყანას მეტ-ნაკლებად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, თუმცა, ცხადია, ეს ისეთი მცირე რესურსების მქონე ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, უფრო მკვეთრ და ხანგრძლივ კვალს ტოვებს.
"ჩვენთან, სამწუხაროდ, შეზღუდულია ადამიანის ინტელექტუალური როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩვენთან ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა მოვლენაზე: ტურიზმზე, კოვიდ 19-ზე, უცხოურ ინვესტიციებზე... არასოდეს გვიფიქრია, ქვეყნის შიგნით რა ინტელექტუალური რესურსია. ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რა შეგვიძლია და მხოლოდ ამის შემდეგ - რამდენი ტურისტი და ინვესტორი გვჭირდება. საქართველოში არ არიან ღარიბი ბიზნესმენები, რომლებსაც უნდა შევახსენოთ, რომ ინვესტიციები გააკეთონ", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.




























