აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, CNN-ი უნდა გაიყიდოს. მისი აზრით, მაუწყებლის გაყიდვა უნდა მოხდეს მისი მშობელი კომპანიის, Warner Bros-ის გაყიდვასთან ერთად, რომლის შესაძენადაც Netflix-სა და Paramount-ს შორის ომი მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, არხს ახალი მესაკუთრეები სჭირდება.
ცნობისათვის, Netflix-ს, რომელიც Warner Bros. Discovery-ის ყიდვას ცდილობს, CNN-ისადმი ინტერესი არ გააჩნია. თუმცა Paramount-ის შემთხვევაში, მათი $108.4 მილიარდიანი შეთავაზება ტელეარხის შეძენასაც მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ თავად ტრამპი მხარს Paramount-ს უჭერს და იმედოვნებს, რომ Warner Bros.-ს სწორედ ისინი შეისყიდიან. ამავე გარიგებაში პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერიც ფიგურირებს. იუწყებიან, რომ Paramount-ის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა თეთრი სახლი, რომ CNN-ის მართვის სადავეების გადაბარების შემთხვევაში, მაუწყებელში "ძირეული ცვლილებები" დაიწყება.




























