მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია სააღდგომოდ მრევლს მაინც უმასპინძლებს

5e9abc8179ee2
თამთა ჯიჯავაძე
18.04.20 12:43
3069
საქართველოს დაუმორჩილებელი მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომოდ მრევლს კარანტინის მიუხედავად, უმასპინძლებს, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს CNN.

"ერთი შეხედვით, საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მაგალითი იყო. ეპიდემია ამ პატარა კავკასიურ ქვეყანაში შენელებულია.. თუმცა, საქართველო ახლა სერიოზული გამოცდის წინაშეა. ამ კვირას აღდგომას აღნიშნავენ და გავლენიანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გეგმავს მასობრივ ცერემონიებს, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს", – წერია სტატიაში.

ჟურნალისტს მიმოხილული აქვს ის ზომები, რაც კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ დღემდე მიიღო და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თხოვნისა, მოსახლეობა სახში დარჩეს, ეკლესია უარს ამბობს მათ გათვალისწინებაზე.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ საქართველოს მასშტაბით ეკლესიები კვლავ ღიაა და კვლავ გრძელდება წირვები და მაგალითად მოჰყავს გასულ კვირას, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხალხმრავალი ტაძრები.

"კოვზი ხშირად არც ირეცხება გამოყენების შემდეგ", – სტატიაში მოყვანილია რელიგიის მკვლევარის სალომე კანდელაკის ციტატა, ზიარების კოვზთან დაკავშირებით.

"შეუძლებელია ვირუსი ეკლესიიდან გავრცელდეს. ჩვენ ვკურნავთ ადამიანებს და არა - ზიანს ვაყენებთ მათ", – ეს კომენტარი კი მიტროპოლიტ გერასიმეს ეკუთვნის.

ავტორის თქმით, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა, კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომების აღასრულებს არ ახდენს, როდესაც საქმე ეხება ეკლესიას.

"გაოცებული ვარ, რომ მთავრობა მათ ამის უფლებას აძლევს, ვინაიდან მათ უამრავი მცდელობა აქვთ ვირუსის შესაჩერებლად. ახლა კი ეს ყველაფერი როგორც ჩანს ამაოა", – ამბობს CNN–თან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი თამუნა ხოშტარია.

სტატიის ავტორის თქმით, ისინი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პრემიერის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდნენ, თუმცა კომენტარი უწყებებმა არ გააკეთეს.

ჟურნალისტს ასევე შედარება მოჰყავს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან:

"რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად მოუწოდა მრევლს დარჩნენ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ეკლესიები აგრძელებენ წირვების ჩატარებას. საბერძნეთის ეკლესიამ წირვები 16 მარტს შეაჩერა", – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორს ასევე მოჰყავს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ეკლესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები