The Coca-Cola Company მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ფინანსურ ანგარიშგებას ასაჯაროებს. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიამ როგორც შემოსავლების, ასევე გაყიდვების და მოგების გაზრდა შეძლო.
საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ $12.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულზე $100 მილიონით მეტია. ასევე, ანალიტიკოსების მოლოდინებს აჭარბებს კომპანიის მოგება, რაც $3.7 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად წინა წელს დაფიქსირებული $2.8 მილიარდისა.
გაზრდილია გაყიდული სასმელების რაოდენობაც, რომელიც რეგიონების მიხედვით 5-დან 6%-ის ფარგლებში მერყეობს.
მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი ფინანსური შედეგების გასაჯაროების ფონზე, Coca-Cola-ს აქციების შეფასება თითქმის 3%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ $296 მილიარდს მიაღწია, რაც მას ინდუსტრიის უპირობო ლიდერად აქცევს, რომელიც კონკურენტ Pepsico-ს თითქმის $90 მილიარდით ასწრებს.




























