მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

კომუნიკაციების კომისია
სტატიაში საუბარია:

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით მიენიჭა. კერძოდ, ComCom-ის მიერ, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, „სელფი მობაილი“ ერთი კომბინირებული და სამი ცალკე მდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა.

"აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოპერატორმა დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა.

აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, „სელფი მობაილს“ გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც აუქციონის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა", - ნათქვამია კომკომის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები