კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს, კრისტინ როდრიგესს შეხვდა.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ და ComCom-ის წარმომადგენლებმა კრისტინ როდრიგესს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობისა და მისი რეგულირების სფეროში შემავალ დარგებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
"შეხვედრაზე განიხილეს ქართულ ტელეკომ სექტორში არსებული ვითარება, ტენდენციები, არსებული გამოწვევები და პროექტები, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოგრაფიულ უპირატესობასა და პოტენციალზე, რეგიონის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების კონტექსტში. ასევე განხილული იყო ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი.
შეხვედრას ასევე კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა ერთმანეთს თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























