მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ComCom-ის წევრად „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანი ვაზაგაშვილი აირჩიეს - ბიოგრაფია

ანი ვაზაგაშვილი

კომუნიკაციების კომისიის წევრი TV „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანი ვაზაგაშვილი გახდა.

დღეს, 15 აპრილს პლენარულ სხდომაზე ვაზაგაშვილი 80 ხმით სამი კანდიდატიდან აირჩიეს და დაამტკიცეს.

იქამდე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და მხარი ანი ვაზაგაშვილის კანდიდატურას დაუჭირა.

ბიუროს სხდომაზე კი გადაწყვიტეს, რომ წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა განხილვის გარეშე მოხდება.

კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე სულ სამი კანდიდატი იბრძოდა: ანი ვაზაგაშვილი, გიორგი ელისაშვილი და სოლომონ ექვთიმიშვილი.

ვაზაგაშვილის საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:

სამუშაო გამოცდილება


20.08.2015 – 01.08.2017 – იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ – იურისტი;
01.08.2017 – 01.11.2019 – იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ – სასამართლო დავების ჯგუფის ხელმძღვანელი;
19.11.2019 – 21.06.2024 – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველო – მთავარი სპეციალისტი/იურისტი;
21.06.2024 – 01.02.2026 – შპს „ტელეიმედი“ – იურიდიული სამსახურის უფროსი;
01.02.2026 – დღემდე – შპს „ტელეიმედი“ – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
21.06.2024 – დღემდე – შპს „სტუდია მაესტრო“ – იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი.

განათლება


2013 – 2017 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურიდიული ფაკულტეტი – სამართლის ბაკალავრი;
2017 – 2020 – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა – საერთაშორისო კერძო და საჯარო სამართალი – სამართლის მაგისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები