მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom-ში იმედოვნებენ, რომ საქართველო ევროპულ როუმინგს წლის ბოლომდე მიუერთდება

ევროკავშირი

კომუნიკაციის კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ამ სისტემაზე მიერთების შემთხვევაში, ნებისმიერ თქვენგანს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას მობილურ და ინტერნეტ როუმინგზე იგივე ფასები გექნებათ, რაც საქართველოში. ისევე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქ ჩამოსვლისას, იგივე ფასი ექნება სერვისებზე, რაც საკუთარ ქვეყანაში. ეს საბოლოო ჯამში ევროსტრუქტურების მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე აღსრულდება”, - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.

კომუნიკაციის კომისიის წევრმა დღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული გახსნა.

ცნობისთვის, როუმინგის ერთიანი ევროპული სივრცის მომსახურებები მოიხსენიება “Roam Like at Home” (RLAH) სახელით, რაც ევროკავშირის ქვეყნების აბონენტებს აძლევს შესაძლებლობას, ამ ქვეყნებში გამოიყენონ თავიანთი მობილური მომსახურებები როუმინგის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ან ისარგებლონ მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით.

ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, გასულ თვეში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ორ სექტორში პროგრესი მიღწეულია, ესენია: ერთიანი როუმინგის და ანგარიშსწორების ევროპული სისტემების დანერგვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები