2020 წლის მარტში კი ტურიზმი 60%-ით შემცირდა, აპრილში კი ეკონომიკური საქმიანობის და ავიამიმოსვლის შეჩერების გამო, სფეროს შემოსავლები კიდევ უფრო მეტად დაეცა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან საუბარში ამბობს, რომ COVID-19-ის ეფექტი შესაძლოა გახდეს საბაბი იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმისგან გარკვეული დივერსიფიცირება მოხდეს.
“ტურიზმის მიმართულებას სირთულეები ექნება. შესაძლოა ეს იყოს იმის ბიძგი, რომ ეკონომიკაში მოხდეს მეტი დივერსიფიკაცია და ტურიზმი მართალია დარჩეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად, თუმცა მოხდეს მეტი დივერსიფიკაციის შექმნა ყველა სექტორს შორის,”- აღნიშნავს მერსედეს ვერა-მარტინი.
ინვესტიციებისა და ეკონომიკის სხვა სექტორების შესახებ კი მერსედეს-ვერა მარტინი ამბობს, რომ კრიზისის შემდეგ, სავარაუდოდ გლობალურად საწარმოო სიმძლავრეების რეალოკაცია არის მოსალოდნელი, ამ პროცესში კი შესაბამისი აქტიურობის შემთხვევაში საქართველოს ახალი ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია.
მერსედეს ვერა-მარტინი ეკონომიკის შესახებ:
- შეგიძლათ თუ არა უკვე საუბარი იმ ახალ რეალობაზე, რომელიც პანდემიის შემდეგ იქნება?- ეს ნამდვილად რთული კითხვაა, არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენ ახლა პანდემიის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ასევე არის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ ის მალე დამთავრდება. არის მნიშვნელოვანი გაურკვევლობა თუ რა იქნება ამ შოკის ხანგრძლივობა და მისი ეფექტი არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ნებისმიერ ქვეყანაზე. ასევე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ, იქნებ ჩვენ მის შემდეგ აღარ ვიყოთ ისე სოციალიზებული, როგორც აქამდე ვიყავით.ეს ყველაფერი არ ვიცით და მხოლოდ დრო გვიჩვენებს ამას.
შვედეთის მაგალითზე ვნახეთ რომ სოციალური ინტერაქცია შესაძლოა არ ზრდის მნიშვნელოვნად ვირუსის გავრცელების ალბათობას, ჩინეთში კი ვიხილეთ ძალიან სწრაფი აღდგენა ეკონომიკის.
მე ვფიქრობ, რომ იქნება ახალი შესაძლებლობებიც საქართველოსთვის. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისთვის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მინიმიზირებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ეს ინვესტორებისთვის შეიძლება იყოს დამარწმუნებელი ფაქტორი, რომ ჯანდაცვის სისტემა და მისი ინსტიტუციური მოწყობა არის მყარი.
საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან და ევროკავშირთან. შესაძლოა მომავალში ჩვენ ვიხილოთ საერთაშორისო წარმოების სიმძლავრეების რეალოკაცია და ამ მხრივ შესაძლოა საქართველომ გარკვეული ინვესტიციები მოიზიდოს.
ეს არის ის საკითხები, რომლის შესახებაც მთავრობის წარმომადგენლები უნდა ფიქრობდნენ - რადგან შოკის გარდა იქნება შესაძლებლობებიც.
მეორე მხრივ კი ტურიზმის მიმართულებას სირთულეები ექნება. შესაძლოა ეს იყოს იმის ბიძგი, რომ ეკონომიკაში მოხდეს მეტი დივერსიფიკაცია და ტურიზმი მართალია დარჩეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად, თუმცა მოხდეს მეტი დივერსიფიკაციის შექმნა ყველა სექტორს შორის.